შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

03 თებერვალი 2017, 00:00 3066 ნახვა

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დავით გაბაიძე მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს. შეგახსენებთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აჭარიდან უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებიც არიან ჩართული. კომისიამ მუშაობა, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით,  24 დეკემბერს დაიწყო, განიხილება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი. სამუშაო ჯგუფი ასევე მსჯელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე, კერძოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა-გადადგომასთან, ასევე უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში