ევროკავშირში არასასურველი მიგრანტების თავიდან ასაცილებლად საზღვრების გამტკიცებაზე საუბრობენ

10 თებერვალი 2023, 11:06 795 ნახვა

ევროკავშირს არასასურველი მიგრანტების თავიდან ასაცილებლად საზღვრების განმტკიცება სურს. ამის შესახებ ინფორმაცია, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეკრებაზე გავრცელდა.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავად გადაწყვიტონ ვინ შევა მათ ქვეყანაში. ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია უნდა დავამუხრუჭოთ, განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

ამასთან, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომელიც ბლოკის საერთო ბიუჯეტს განაგებს, საზღვრის ზღუდეების დაფინანსებაზე უარი განაცხადა, თუმცა თანხას სათვალთვალო აღჭურვილობისა და სხვა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფს.

ჯოზეფ ბორელი აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ ციხესიმაგრე ევროპაში არ არის გამოსავალი, ევროკავშირმა მიგრანტებს რამდენიმე ლეგალური გზა უნდა შესთავაზოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში