თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა

10 თებერვალი 2023, 12:00 573 ნახვა

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ძებნას განაგრძობენ, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მათივე თქმით, ადამიანების გადარჩენის შანსი მცირდება. 

ამ დროისთვის თურქეთში სამაშველო ოპერაციაში 100 ათასზე მეტი მაშველია ჩართული, მათგან 7 ათასამდე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩასული.

თურქეთს დახმარება სულ 95-მა ქვეყანამ და 16-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია. გაერო-ს გენერალური დირექტორის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კატასტროფის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ „თვალწინ იშლება“, განსაკუთრებით სირიაში, სადაც ხანგრძლივმა ომმა ქვეყანა გაანადგურა.

გარდა ამისა, სირიის ერთ- ერთ დასახლებაში, ალ ტატლუში, მიწისძვრის შედეგად კაშხალი გაირღვა და დასახლება დაიტბორა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში