თურქეთში მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და 10 დღის ჩვილი ამოიყვანეს - "ბიბისი"

10 თებერვალი 2023, 13:45 692 ნახვა

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, მიწისძვრიდან დაახლოებით 90 საათის შემდეგ, მაშველებმა დედა-შვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გადარჩენილი ჩვილი 10 დღისაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ორი მიწისძვრა მოხდა მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში