შეხვედრა ერგნეთში

03 თებერვალი 2017, 00:00 4168 ნახვა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ერგნეთში იმყოფება. სადაც დღეს ინციდენტების პრევენციის ფორმატში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილე მხარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა. სებასტიან კურცმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს პრიორიტეტებზე და ასევე განაცხადა, რომ სამი ძირითადი მიმართულებაა, რაზეც ეუთო მთავარ აქცენტს აკეთებს, ეს არის ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ასევე ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობა, საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირება, მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმოება და ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. სებასტიან კურცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვეთშიც ჩავა და დევნილთა დასახლებას დაათვალიერებს. 

ამავე კატეგორიაში