რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისად სწრაფი იყო

10 თებერვალი 2023, 19:23 571 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოების წარმოება.

აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა ადიამანის პროვინციაში ვიზიტისას განაცხადა. ერდოღანი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შევძელით ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 000-ზე მეტი წევრია, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო უსახლკაროდ დარჩენილებს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის ქირას გადაუხდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში