პუტინის ომი უკრაინაში

11 თებერვალი 2023, 10:55 485 ნახვა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს იერიშებს ქვეყნის მიმართულებით. რუსულმა ძალებმა გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 106 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათ შორის გამოიყენა შაჰედ 136 ტიპის დრონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტრის სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინელმა დამცველებმა 61 რაკეტის განადგურება შეძლეს, ასევე ჩამოაგდეს 22 დრონი.

რაც შეეხება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, იქ ოკუპანტები ადგილობრივ კოლაბორატორებს, რომლებიც საოკუპაციო ადმინისტრაციაში მუშაობენ, უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმას სთავაზობენ. 

ზაპოროჟიეში კი მტერი ადგილობრივებზე ზეწოლას განაგრძობს და შემოიღო კომენდანტის საათი. უკრაინის პრეზიდენტმა კი პარტნიორებთან შეხვედრა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მათგან „კარგი სიგნალები“ მიიღო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში