თურქეთში ერთ-ერთი დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის არქიტექტორი დააკავეს

11 თებერვალი 2023, 18:01 1097 ნახვა

თურქეთში დააკავეს არქიტექტორი, რომელმაც ჰატაიში სრულად დანგრეული საცხოვრებელი კომპლექსები  Rönesans Rezidans დააპროექტა. მეჰმედ იასარ ჩოსკუნი სამართალდაცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სტამბოლის აეროპორტიდან ქვეყნის დატოვებას ცდილობდა და  მონტენეგროსკენ  მიფრინავდა.

მგზავრობის აკრძალვის გადაწყვეტილება  სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო.

ქალაქ ჰატაიში  დანგრეულ კომპლექსში 250 საცხოვრებელი ბინა იყო და მისი აგებისას არქიტექტორმა მილიონობით ლირა მიიღო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში