პუტინის ომი უკრაინაში

12 თებერვალი 2023, 10:55 519 ნახვა

უკრაინაში ომის მე-12 თვეს, მტერი არ  წყვეტს იერიშებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კვლავ მაღალია სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის საფრთხე.

იერიშები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები, რამდენიმე რეგიონში მოიგერიეს.

დონეცკის ოლქში, დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გრძელდება ტერორი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 უბანი გაანადგურეს. ასევე სხვა 3 მნიშვნელოვანი ობიექტი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უშიშროების სფეროს მაღალი რანგის რამდენიმე თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში