იუსტიციის საბჭოს სხდომა

03 თებერვალი 2017, 00:00 3590 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობს. საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს, თუმცა როგორც სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებმა განაცხადეს, საუბარი რამდენიმე მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხება. საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებებზე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვაზე, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. საბჭოს წევრებს აინტერესებთ, რატომ არ იყვნენ ინფორმირმირებული მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

ამავე კატეგორიაში