სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" გასვლაზე "ლოკომოტივი" დაამარცხა

12 თებერვალი 2023, 16:27 645 ნახვა

რაგბი დიდი 10-ის მე-13 ტურის შეხვედრაში სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივი" 14-57 დაამარცხა. 

ბათუმელებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს და 2 მიიღეს.

"ბათუმის" შემადგენლობიდან ორო ლელო სიჭინავამ დადო, ხოლო თითო კლდიაშვილის, მ.ნინიძის, კორტავას, ფოფხაძის, სვანიძის და  ძნელაძის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმელები 35 ქულას აგროვებენ და დიდი 10-ის გათამაშებაში მე-4 პოზიციაზე ინაცვლებენ.

მომდევნო ტურში "ბათუმი" 25 თებერვალს შინ ქუთაისის "აიას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში