აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

13 თებერვალი 2023, 14:19 475 ნახვა

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. 

„არ შეხვიდეთ რუსეთში, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების მიერ აშშ-ის მოქალაქეების დევნისა და დაკავების მუქარის და რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის გამო“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში  განმარტავენ, რომ მათთვის პრობლემურია რუსეთში ამერიკელებისთვის დახმარების გაწევა.

“რუსეთმა შეიძლება უარი თქვას აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებას“, - აღნიშნავს საელჩო.

ასევე, ნათქვამია, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციაში კომერციული ფრენებია შეზღუდული. „თუ გსურთ დატოვოთ რუსეთი, ეს უნდა გააკეთოთ დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში