სტიქიის ზონაში საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ

13 თებერვალი 2023, 11:56 496 ნახვა

თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის ძებნა გრძელდება - ინფორმაციას საქართველოს ელჩი  ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს დაახლოებით 100 მოქალაქის ადგილსამყოფელია დადგენილი და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა - სამი უკვე  საქართველოში უკვე გადმოასვენეს.  სტიქიის ზონაში ქართველი დიპლომატები იმყოფებიან, მათ დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს.

ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ქალაქ ადიამანში იმყოფებოდა, შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ქართველ მაშველებს, რომლებიც უკვე მე-6 დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში