გადარჩენილები ნანგრევებიდან ახლობლების ამოყვანას ელოდებიან

13 თებერვალი 2023, 11:30 476 ნახვა

თურქეთის  ელბისტანში მიწისძვრას გადარჩენილი 43 წლის ტურაბი ოჯახის 15 წევრს, მათ შორის ბიძისა და ძმისშვილების დაკარგვას  გლოვობს. 57 წლის ალი ილდიზი გადაურჩა მიწისძვრას, მაგრამ დაკარგა ყველაფერი ოჯახი და ბიზნესი. 

სასოწარკვეთილი  ილდიზი ამბობს, რომ ქუჩაში დარჩა. ტურაბისა და ილდიზის მსგავსად გამანადგურებელმა მიწისძვრამ ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ათ პროვინციაში.

გადარჩენილებს  ზამთრის სიცივეში საგანგებოდ გაშლილ  კარვებსა და მანქანებში სძინავთ. მიწისძვრის ეპიცენტრში კაჰრამანმარასში სამაშველო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. 

ალი, რომელიც უიმედოდ ელის რაიმე ამბის გაგებას ნანგრევების ქვეშ მყოფი დედისა და დის შესახებ, თქვა, რომ მან სამჯერ დაკარგა გონება ნანგრევების ქვეშ დახმარების მოლოდინში.

სამაშველო ოპერაციები შეწყდა რამდენიმე ადგილას და ექსკავატორებმა დაიწყეს ნანგრევების გასუფთავება. თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ამ საუკუნეში დასახელდა მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელ სტიქიურ უბედურებად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში