საქართველოს ნაკრები 2023 წელს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

13 თებერვალი 2023, 14:20 1164 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს კი მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება.

საქართველო - მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, ბათუმი არენაზე შედგება. საქართველო - ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ბათუმში ნორვეგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში