კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

13 თებერვალი 2023, 15:18 532 ნახვა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეშია შესული. მათი მიზანია ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული, უკან დააბრუნონ.

რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც, საუბარია ორწლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული. თუმცა, ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელოვნების სასახლეს დადგენილ ვადაში არ დაუბრუნა.

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ათონელზე მდებარე რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინაც იყვნენ მისულები, თუმცა ნამუშევრების წაღება ვერ შეძლეს.

ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე დაზიანებული მოვიდა. აცხადებს  განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. მისი თქმით, ნამუშევრების დაზიანების თარიღი დაუდგენელია.

კონსტანტინე ნაცვლიშვილის თქმით, მსგავს ბრალდებებს  კულტურის სამინისტროსგან მიჩვეული არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში