შსს ბათუმში, ზღვაში აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13 თებერვალი 2023, 20:16 780 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში მომხდარი აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს,-“ აღნიშნულია ინფორმაციში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში