ბათუმში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის 165 750 გამოიყო

14 თებერვალი 2023, 10:12 1462 ნახვა

საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა და საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება. ბათუმის ბიუჯეტში გათვალისწინებული არის ქალთა ფეხბურთის დაფინანსება. ქალაქ ბათუმის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ბათუმის სპორტულ ცენტრში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გათვალისწინებული იქნა 165 ათას 750 ლარი. შეგახსენებთ რომ ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ბათუმმა" გასულ სეზონში ლიგა 2 მოიგო და ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა. გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი 53 ქულა დააგროვა და მათ ანგარიშზე 107 გატანილი და მხოლოდ 17 მიღებული გოლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში