გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქში ითამაშებს

14 თებერვალი 2023, 10:17 631 ნახვა

ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქმა დაიმატა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა რამდენიმე დღის წინ ინდიანა დატოვა. გოგა თავისუფალი აგენტის სტატუსით რამდენიმე დღე იყო.

ბითაძეს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა, იგი ფლორიდულმა კლუბმა აიყვანა, თუმცა კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა. ბითაძე ორლანდო მეჯიქში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გოგამ მიმდინარე სეზონში ინდიანაში 21-ჯერ ითამაშა. მისი სტატისტიკა მოკრძალებულია: 3.3 ქულა, 2.3 მოხსნა. ამ სეზონში ყველაზე წარმატებული მატჩი მას დეტროიტთან გქონდა, როცა ორმაგი დუბლი შეასრულა (14 ქულა და 15 მოხსნა).

2019 წლის დრაფტზე არჩეულ ქართველ კალათბურთელს სულ NBA-ის რეგულარულ სეზონში 170-ჯერ უთამაშია და აქედან 21 მატჩი სასტარტოში ხუთეულში დაიწყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში