ნანა ძაგნიძე მიუნხენის გრან პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

13 თებერვალი 2023, 22:27 696 ნახვა

ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ მიუნხენში დასრულებულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე 11 ტურში 6.5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნანამ მიუნხენში 3 პარტია მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ძაგნიძე ამ შედეგით მხოლოდ ფიდეს სახელით მოთამაშე რუს, ალექსანდრა კოსტენიუკს (7.5 ქულა) და ინდოელ ჰამპი კონერუს (7 ქულა) ჩამორჩა.

ცნობისთვის ფიდეს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის კი თამაში სამ ტურნირზე სავალდებულო. ქართველი დიდოსტატისთვის ეს პირველი ეტაპი იყო და საერთო ჩათვლაში, ის 110 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში