ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

14 თებერვალი 2023, 11:59 707 ნახვა

როგორ აღმოჩნდა  ბათუმში ზღვაში სანაპიროსთან ახლოს  საზღვაო ნაღმი - გამოძიების დეტალები ჯერ ისევ უცნობია. 

ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. 

სამხედრო ექსპერტების ვარაუდობენ, რომ ნაღმი შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომს  უკავშირდებოდეს, რადგან ომის დაწყებამდე დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი,  შტორმის დროს კი მისი მოწყვეტა  შესაძლებელია. 

რამდენიმე თვის წინ  მსგავსი ნაღმები  გამოირიყა  შავი ზღვის  ქვეყნების სანაპიროებზეც.

ბათუმში ზღვის ნაპირთან ახლოს  საზღვაო ნაღმი გუშინ საღამოს აფეთქდა. თვითმხილველების  თქმით,  დაინახეს წყალში მოტივტივე დაუდგენელი  ნივთი,  რომელიც  აფეთქდა, რასაც ახლდა  ძლიერი კვამლი და ხმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში