ღია კარის დღე პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით

14 თებერვალი 2023, 11:01 527 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრაზე, ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ   ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.   

პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები,  ასევე პროკურატურის სასწავლო ცენტრი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში