ვითარება თურქეთში

14 თებერვალი 2023, 19:45 568 ნახვა

საუკუნის გამანადგურებელი მიწისძვრიდან 204 საათის შემდეგ თურქეთის ქალაქ ჰატაიში მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. მანამდე სამშაბათს, 18 წლის მუჰამედ კაფერი მაშველებმა ადიამანის პროვინციაში შენობის ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს. ცოტა ხნით ადრე კი,  მეზობელ კაჰრამანმარის პროვინციაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ორი ძმა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნანგრევებიდან ისევ ესმით გადარჩენილთა ხმები, რომლებიც შველას ითხოვენ. თურქეთსა და სირიაში სტიქიური უბედურების რაიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. მიწისძვრამ ორივე ქვეყანაში  37 ათას 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.   80 ათასი  ადამიანი  საავადმყოფოებში იმყოფება, ერთ მილიონზე მეტი კი დროებით თავშესაფრებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში