თურქ მაშველებს ნანგრევებში ცოცხლების პოვნის იმედი აქვთ

15 თებერვალი 2023, 11:31 600 ნახვა

დანგრეულ შენობებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად საერთაშორისო სამაშველო ოპერაცია  სიყვარულს, სიკეთესა და ადამიანურობას დემონსტრირებს - განაცხადა სტიქიის რეგიონში მყოფმა   თურქმა მაშველმა მას შემდეგ, რაც სამშაბათს  ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.

მაშველი  აბდულ კადირ პოლატოღლუ  ამბობს, რომ  ნანგრევებში  კიდევ შეიძლება  იყვნენ ცოცხლები  და ამიტომაც ისინი ცდილობდნენ სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას და გადარჩენილთა ადგილსამყოფელის  დადგენას. 

პოლატოღლუ წარსულში იზმითსა და სტამბოლში  მომხდარი მიწისძვრების გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ადამიანებს ნანგრევებში შეუძლიათ 20 დღემდე ცოცხალი გაუძლონ, თუ მათ სხეულის რაიმე დაზიანება არ მიუღიათ.

გაეროს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურქეთსა და სირიაში სამაშველო ფაზა დასასრულს უახლოვდება და აქცენტი  გადარჩენილთა თავშესაფარზე, საკვებსა და განათლებაზეა გადატანილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში