“დანაშაულის ნიშნები არ არსებობს" - შსს-მ მხატვრის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

15 თებერვალი 2023, 11:43 619 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მიმდინარეობისას, მან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა - ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარი ფაქტის გამო იმავე დღეს მხატვრის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით.

მოგვიანებით დაიწყო ერთგვარი კამპანია, მხატვრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაგმო საზოგადოების დიდმა ნაწილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში