საპატრიარქო გელათზე: მომუშავე ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით

15 თებერვალი 2023, 11:53 646 ნახვა

საქართველოს საპატრიარქომ გელათთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რომელშიც წერია, რომ მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. მათი თქმით, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

განცხადების თანახმად, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში