ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

15 თებერვალი 2023, 19:06 1194 ნახვა

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 577-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის გამო. დასავლელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის საქმე რეალურად ასახავს რამდენად ერთგული არის ოცნების გუნდი ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ.

ტექსტში ღიად არის ნათქვამი რომ " მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა კვლავაც აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

პარლამენტი მოუწოდებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ევროსაბჭოს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში