ბათუმში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

15 თებერვალი 2023, 20:13 743 ნახვა

ხუთი ადამიანი დაშავდა ბათუმში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად. ისინი კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან,  მათგან ორს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიულ  ჩარევას  საჭიროებს. შემთხვევა დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსში მოხდა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მულით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში