ბათუმის საკალათბურთო გუნდი "ოლიმპთან' დამარცხდა

15 თებერვალი 2023, 21:28 778 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში "ოლიმპს“ უმასპინძლა და 79:94 დამარცხდა.

მასპინძლებისგან ყველაზე მეტი 19 ქულა, კაილი რიდლიმ ჩააგდო. სტუმრებს კი 30 ქულით 2 მოხსნითა და 7 გადაცემით დრუ კუქსჰაუსენმა ულიდერა.

ამ დროისთვის ბათუმის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, 21 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი, სანაკრებო პაუზის შემდეგ 5 მარტს სტუმრად, „თსუ“-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში