აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს - აჭარის გზების დეპარტამენტი

16 თებერვალი 2023, 11:06 548 ნახვა

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში და ხელვაჩაურისა და ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა აქტიურად ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გრძელდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. სამუშაოებში ჩართულია 80-მდე სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში