დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

16 თებერვალი 2023, 12:04 518 ნახვა

ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, მაღალი ზონის სოფლებში კი ორ მეტრამდეა. კურორტ გოდერძისთან მისასვლელ გზა გუშინ დღის მეორე ნახევრიდან დაკეტილია თოვლის ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო.ამ დროისთვის ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებები არ არის. არ ფიქსირდება ზვავი. ძლიერმა თოვლმა და ქარბუქმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება სოფელ პირველ  მაისს ქედაში . ენერგო პრო ჯორჯიას   ინფორმაციით, მობილური ჯგუფები ადგილზე არიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. თოვს ქობულეთშიც. ამ დროისთვის სოფელ ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეზღუდულია, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, სოფელ ჭახათში აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, სადაც ენერგო პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მაღალი ზონის აჭყვისთავის, ზენითის, ჭახათის, ქაქუთის, ლეღვასა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გზები ეტაპობრივად იწმინდება. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, აქ ხვალიდან დაიწყება გაწმენდითი პროცესი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში