ვითარება ქობულეთის სოფლებში

16 თებერვალი 2023, 15:14 906 ნახვა

სოფელ ჭახათში დიდთოვლობის გამო ავტომობილი მოცურდა, მის ამოსაყვანად დამხმარე ძალა გახდა საჭირო.  შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.  გადაადგილება შეფერხებულია სოფელ ზენითში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის  აჭყვისთავში, ზენითში, ჭახათში, ქაქუთში, ლეღვასა  და კვირიკეში იწმინდება გზები, შიდა სასოფლო მონაკვეთები კი ხვალიდან  გაიწმინდება.  რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას,  შუქის გარეშეა სოფელი ჭახათი, სადაც სპეციალისტები  ცდილობენ პრობლემის აღმოფხვრას.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში