რეფერენტული ფასების ამოქმედება მედიკამენტებზე - შეფასებები

16 თებერვალი 2023, 15:40 546 ნახვა

 „მარჟაც და ფასიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა“, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ და სოსო არჩვაძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადეს. მათ ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა შეაფასეს და ბაზარზე არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. სპეციალისტების შეფასებით, მოსაზრება, რომ სახელმწიფო ბაზარზე ჩარევას ახდენს, არასწორია. ფასს ბაზარი განსაზღვრავს, კერძოდ, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი. აღნიშნავენ, რომ ფასის წარმოქმნის ობიექტურობისთვის, ბაზარზე კონკურენცია უნდა არსებობდეს, ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ, თუ სად და რა ფასად შეიძინონ პროდუქტი. აღინიშნა, რომ ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნასაც ჰქონდა ადგილი. 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში