დაზარალებული ფერმერი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

16 თებერვალი 2023, 17:40 1063 ნახვა

ათასობით განადგურებული  ლიფსიტა და 30 ათასი ლარის ზარალი - ასეთი სურათია სოფელ სინდიეთში, სადაც საკალმახე მეურნეობაში წყლის  შეწყვეტის გამო თევზი დაიხოცა.  ფერმერი მომხდარს კირნათი ჰესს უკავშირებს.

ედუარდ ძნელაძე ამბობს, რომ დებეტის კლების პრობლემა  ჰესისთვის  განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც წყალი სრული დატვირთვით ჰესისკენ წავიდა და მეურნეობა უწყლოდ  დარჩა.

როგორც ამბობს,  საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყო ჰესის ადმინისტრაციაც და არაერთხელ დაპირდნენ სათავე ნაგებობაზე პრობლემის მოგვარებასაც, თუმცა უშედეგოდ. ფერმერი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, ადგილზე იმყოფებოდა გარემოს ზედამხედველობის ინსპექციაც.

კირნათი ჰესში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ადგილზე კი მხოლოდ დაცვის სამსახური დაგვხვდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში