ყალბი 100 ლარიანების დამზადება- გასაღების ბრალდებით 3 პირი პასუხისგებაში მიეცა - საგამოძიებო

17 თებერვალი 2023, 10:01 551 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით', - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში