მაშველებმა თურქეთში მიწისძვრიდან მე-11 დღეს ნანგრევებიდან 3 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს

17 თებერვალი 2023, 10:10 712 ნახვა

მაშველებმა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, მიწისძვრიდან მე-11 დღეს ნანგრევებიდან, ორი მამაკაცი ამოიყვანეს. მანამდე, კი ნანგრევებიდან 14 წლის ბიჭი ამოყვანა შეძლეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ჰათაის მუსტაფა ქემალის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში უტარდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38 ათას ადამიანს გადააჭარბა.

სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში 11-დღეა, გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში