აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა

17 თებერვალი 2023, 10:33 639 ნახვა

გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. დაბაში კი დაახლოებით მეტრნახევარია.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძამდე. იმის აგმო, რომ მთელი ღამე გადაუღებლად თოვდა და იყო ქარბუქი ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები ხელახლა გასაწმედია. ამ ეტაპზე ცენტრთან დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობა არ არის.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში. სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა. ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება ხულოს მოსახლეობას.

თოვს ქობულეთშიც. უხვი ნალექი, მაღალი ზონის სოფლებში, 50 სანტიმეტრზე მეტია. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, სოფელ ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ ცხემვანას. თოვლმა ელექტრო გადამცემი სადენები დააზიანა. როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, დილიდან ყველა მაღალი ზონის სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური საავტომობილო გზები გასაწმენდია თავიდან. იმუშავებს 8 ერთეული მძიმე ტექნიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში