დღეს ''ნაპოლი'' გასვლაზე ''სასუელოს'' ესტუმრება

17 თებერვალი 2023, 10:33 907 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარცხელიას ''ნაპოლი'' გასვლაზე ''სასუელოს'' დაუპირისპირდება. ამ დროისთვის სპალეტის გუნდს 59 ქულა აქვს და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ''სასუელო'' 24 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.

ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართულ დაპირისპირებაში ნეაპოლელებმა ''სასუელოს'' 4-0 მოუგეს, სადაც კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

''ნაპოლისა'' და ''სასუელოს'' შეხვედრა დღეს 17 თებერვალს 23:45 საათზე დაიწყება. ხვიჩა კავარცელიამ იტალიის ჩემპიონატში 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და ორი თერთმეტრმეტრიანი გამოიმუშავა.

''სასუელოსთან'' დაპირისპირების შემდეგ სპალეტის გაწვრთნილი ''ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც 21 თებერვალს 23:55 საათზე გასვლაზე ''აინტრახტს'' ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში