სასწავლო პროცესი მაღალმთიანი აჭარის 6 სკოლაში მიმდინარეობს

17 თებერვალი 2023, 12:02 607 ნახვა

დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მაღალმთიან აჭარაში. აქ მოსწავლეები მხოლოდ რამდენიმე სკოლაში გამოცხადდნენ. ამ დროსთვის სასწავლო პროცესი ხულოს ერთ, შუახევის ოთხ, ხოლო ქედის ასევე ერთ სკოლაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, თოვლის გამო მხოლოდ 4 სკოლაში შეწყდა სწავლება ხელვაჩაურში. ქობულეთსა და ბათუმში კი სასწავლო პროცესი ამ ეტაპისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში