ახალ ზელანდიაში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

17 თებერვალი 2023, 12:21 578 ნახვა

ახალ ზელანდიაში ციკლონ გაბრიელის შედეგად მომხდარი წყალდიდობის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ამ დროისთვის პოლიციაში 4 500-ზე მეტი განცხადება შევიდა დაკარგული მოქალაქეების შესახებ, თუმცა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავები ამბობენ, რომ შესაძლოა ყველა მათგანი არ არის დაკარგული და მხოლოდ საკომუნიკაციო ქსელებთან კავშირის პრობლემასთან ჰქონდეთ საქმე. სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან, ადგილობრივი მაშველები, ასევე დასახმარებლად ჩავიდა ჯგუფი ავსტრალიიდან.

ამ დრომდე დასახლებებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, განადგურებულია გზები და დატბორილია სახლები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში