ზვავებს ტაჯიკეთში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

17 თებერვალი 2023, 12:22 503 ნახვა

აღმოსავლეთ ტაჯიკეთში ზვავების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ზვავი 16 თებერვალს, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში ჩამოწვა, რომელიც ჩინეთსა და ავღანეთს ესაზღვრება. შეჩერებულია მოძრაობა და 400-ზე მეტი ოჯახი ამ დროისთვის ევაკუირებულია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან კვლავ მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში