დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

17 თებერვალი 2023, 15:05 563 ნახვა

გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში. სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. დაბაში კი დაახლოებით მეტრ-ნახევარია. აკრძალულია მოძრაობა კურორტ გოდერძამდე. დიდთოვლობის გამო დღეს არ შესრულებულა ხულო - ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეისიც. იწმინდება ცენტრალური გზა, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტი მოძრაობაა დასაშვები.  შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელში. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში.  სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში