მარია ზახაროვა აშშ-სა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ქმედებებს ცინიზმსა და სიმხდალეს უწოდებს

17 თებერვალი 2023, 15:44 483 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ცინიზმი და სიმხდალეა შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ იმის არ აღიარება, რომ უკრაინაში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენენ. მარია ზახაროვას თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე შეერთებული შტატები გულგრილები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ სამიზნეებს საცხოვრებელი სახლები და სკოლები წარმოადგენს. ასევე ცდილობენ, რომ კიევის რეჟიმში პირდაპირი ხელმძღვანელობა მოიპოვონ, ეს კი სრული კავშირია კორუფციასთან, ფულსა და იარაღთან - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში