ხვალ მედლებისთვის ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებენ

17 თებერვალი 2023, 15:56 501 ნახვა

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ქართველი გამოვიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ბახაბახაშვილი მეთექვსმედფინალში ბულგარელ ხრისტოვთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ხვალ შეჯიბრების დასკვნით დღეს თელ-ავივში მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გამოვლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში