სამთო მომზადების სკოლა იუბილარია

18 თებერვალი 2023, 14:10 699 ნახვა

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 17 წლის იუბილეს აღნიშნავს.  სკოლის იუბილეს წინ უძღოდა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში ჯერ აბულის სამთო სასროლეთზე, შემდეგ კი, გუდაურში მიმდინარეობდა.

სკოლის იუბილე და კურსის გამოშვების ცერემონიალი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით დასრულდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსოფლიოში აკრედიტებული პარტნიორობა მშვიდობისათვის ცენტრებს შორის ერთადერთია სამთო მიმართულებით და აქტიურად ახორციელებს უცხოელი სამხედროების მომზადება-გადამზადებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში