საქართველოს მოქალაქეების აშშ-ში არალეგალურად დარჩენის ორგანიზებისთვის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

18 თებერვალი 2023, 14:53 509 ნახვა

ქართველების აშშ-ის საზღვართან გაგზავნის ორგანიზებისთვის 3 ადამიანი დააკავეს თბილისსა და ქუთაისში.  

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებასა და იქ დარჩენას უწევდა ორგანიზებას. 

დაკავებული ორი ბრალდებული აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი თანხის სანაცვლოდ, გარკვეულ დოკუმენტაციას ამზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით მოქალაქეების შტატების საზღვრამდე მისვლას უზრუნველყოფდნენ. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების მუხლით დაიწყო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში