თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ  47 ათასს მიაღწია 

20 თებერვალი 2023, 10:22 543 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 47 000-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში  დაღუპულია 41 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა, ყველგან შეწყვიტეს.

ქაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 131 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში