ანკარაში ბლინკენისა და ჩავუშოღლის შეხვედრა მიმდინარეობს

20 თებერვალი 2023, 11:31 511 ნახვა

ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკვლავებაში  ვაშინგტონის  დახმარებაა.   

მხარეები  ასევე იმსჯელებენ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შეფერხებულ პროცესზე.  შვედეთის განაცხადის  რატიფიცირებაზე  თურქეთი  ჯერ-ჯერობით  უარს ამბობს იმ საბაბით, რომ  სტოკჰოლმი ქურთისტანის  ტერორისტული ჯგუფების წევრებს მფარველობს.

ანკარამ ცოტა ხნის წინ  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე  ნატოში მხოლოდ ფინეთის გაწევრიანების განაცხადს დაუჭერს მხარს. 

ბლინკენი თურქეთს კვირას ოფიციალური ვიზიტით ეწვია და მიწისძვრით დაზარალებული რეგიონი მოინახულა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში