ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20 თებერვალი 2023, 13:39 1079 ნახვა

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ე.წ.ბიტმაშის დასახლების ადგილობრივი მოსახლეობა ძველი ქარხნის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს. აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო მესაკუთრე "ნაზილბემ" შეიძინა და მშენებლობას აპირებს.

აქციის მონაწილეები 2 ათასი მეტრი მიწის ნაკვეთის ხალხის სასარგებლოდ დათმობას მოითხოვენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან ამის შესახებ დაპირება ჰქონდათ.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სურდათ სტადიონისა და ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა.

აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ასამდე ოჯახს, ქარხანაში მუშაობის დროს, ბინების საკუთრებაში გადასაცემად გადახდილი აქვთ გარკვეული თანხა, თუმცა წლების განმავლობაში ვერ მიიღეს, მოლოდინის პერიოდში კი, მდინარის გასწვრივ, ,,ბარაკებში'' ცხოვრობენ.

კომპანია "ნაზილბეში" აცხადებენ , რომ მიწის ნაკვეთის შეძენისას არანაირი პირობა არ იყო წაყენებული, ამის მიუხედავად ისინი მოსახლეობისთვის სტადიონის გაკეთებას მაინც აპირებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში