„შუქურამ“ ბოლო ტესტ-მატჩში „სპაერი“ დაამარცხა

20 თებერვალი 2023, 14:02 425 ნახვა

ქობულეთის „შუქურა“  თბილისში „სპაერს“ ესტუმრა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესში ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა.  ქობულეთელებმა   წელს პირველი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.  

პირველ ტაიმში  ორივე გუნდის კარში გოლები პენალტებით გავიდა, ქობულეთელთაგან გოლი სარდალაშვილმა გაიტანა.  მეორე ნახევარმა   „შუქურას“   სრული უპირატესობით ჩაიარა და ქობულეთელებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს.  

84-ე წუთზე აფხაზავამ  „მაკრატელათი“ გუნდი დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში სამ წუთში ფაცაციამ დააფიქსირა. ეს უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ჩემპიონატის სტარტამდე ბოლო საკონტროლო თამაში იყო.

ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრას გუნდი ბათუმში ჩაატარებს – 26 თებერვალს „შუქურას“ ბათუმის „დინამო“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში